სახლი

სანამ ამ უმნიშველოვანეს გადაწყვეტილებას მივიღებდი, რამდენიმე ვარიანტი ვნახე, რამდენიმე ათეული ვარიანტიც კი. და ყოველთვის იყო საპატიო მიზეზები, თუ რატომაც არ ვიყიდე ის, დანარჩენი,  რამდენიმე ათეულს მინუს ერთი სახლი. ხედის, ფართის, აბაზანის კაფელის ფერის, პარკეტისა და კედლების განლაგების გარდა, ბინის ყიდვის მომენტში, არსებობს კიდე ერთი , ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. რომელსაც ასე სიტყვებით , ან ერთი კონკრეტული … More სახლი

სიჩუმე

საწოლზე ვიჯექი , სადაც  ზეწარი ჯერ არ ეფარა, და გარდერობში შეყრილ ნივთებს ვუყურებდი.  ეს სიჩუმე უფრო და უფრო ხმაურობდა, ყელში მიჭერდა,  სხეულში ელექტრონულ მუხტებს მესროდა და  ყურში ჩამყვიროდა , რომ ამ დღეიდან სულ მარტო იქნებიო, ამ ცარიელი სახლივით მარტო და თან არეული… ტელეფონი წკაპუნებდა… მე შავი კაბა ჩავიცი და გარეთ გამოვედი. ბალიში უნდა მეყიდა, ტაფა, დანა … More სიჩუმე

წასვლა

იმ დღეს ჩვეულებრივად, დილით სამსახურში წავედი. მთელი დღე უცნაური მძიმე შეგრძნება მქონდა , უფრო სწორად სულაც არი იყო უცნაური, რადგან ვიცოდი, რომ  საღამოს ყველა ჩემი ნივთი ერთად უნდა შემეგროვებინა. ნივთები, უმნიშვნელო  და უსულო რომ იყო  აქამდე, და დღეს ყველაფერმა სული რომ ჩაიდგა. ყველა ერთიანად ახმაურდა და ამბებს ყვებოდა… ვერ ვიშოვე მუყაოს ყუთები… არ მქონდა საკმარისი რაოდენობის … More წასვლა

დაკარგული ადამიანები

  I don’t care მახსოვს ჩემი პირველი იმედგაცრუება ადამიანში : ბავშობაში ერთი დაქალი მყავდა. სულ ერთად დავდიოდით რამდენიმე წელი:  ერთმანეთს წერილებს ვწერდით, ერთად ვმეცადინეობდით და ა. შ. 13 წელი  ისედაც მძიმე ასაკია  და როცა უცებ მოისმენ ლაპარაკს, როგორ გლანძღავს შენი “საუკეთესო” დაქალი , სხვა გოგოებთან, ერთიანად მოგწყდება რაღაც. მისთვის არაფერი მითქვამს, უბრალოდ ხმას აღარ ვცემდი, ის … More დაკარგული ადამიანები

კაქტუსური დღეები

1) არც ერთი მათემატიკით არ უწევს არც პოსტ და არც პრე მენსტრუაციული სინდრომის დღეები. უბრალოდ სარკეში იხედები დილით და : -ვაიმე როგორ მოვიმატე! სასწორზე დადგომას ვერც კი ბედავ. 40 წუთი გჭირდება რომ გაიზომო 5 ჯინსი, 3 ქვედაბოლო 4 კაბა. ჰოი ეს მსუქანი ფეხები,  ქონიანი გვერდები , მსხვილი მკლავები, სადიას ბარკლები … ბოლოს სადღაც გიგდია  დიდი ზომის ჯინსი, … More კაქტუსური დღეები

ბზარი

ძალიან ჩვეულებრივი საღამო იყო, ისეთი როგორიც ბევრჯერ ყოფილა და კიდე ბევრჯერ იქნებოდა. ვუყურებდი როგორ ჭამდა  თეფშიდან შემწვარ კარტოფილს.  ცოტა უცნაური მანერა ქონდა ჭამის, ტყემალს ზემოდან მოასხამდა კარტოფილს, მერე დასრესდა და ასე დასრესილ , ტყემალში არეულს ჭამდა. ყველა მისი ესეთი ჩვევა უკვე ზედმიწევნით კარგად ვიცოდი, რადგან საკმაო დრო იყო გასული  რომ ერთმანეთის წვრილმანი ჩვევები დაგვეზეპირებინა . … More ბზარი

ურთიერთობებზე

მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი სახის ურთიერთობებში არსებობს მხოლოდ ორი როლი : გამცემის და მიმღების.  აი მთავარი “ფიშკა ” ისაა , ვინ რომელ როლში ჩადგება ,და რამდენად კარგად გაართმევენ მერე თავს ამ ყველაფერს. აი,  ორი ადამიანის ურთიერთობა რომ  ავიღოთ, ერთი თუ მუდმივად დგება  გაბუტულის, ნაწყენის , მოსაფერებლის  პოზაში, მეორე-  მუდმივად ეხვეწება, ცდილობს  ტრაკზე გაიხეს,  ოღონდ იმ … More ურთიერთობებზე